საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში რუს მომღერალთან, ალა პუგაჩოვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„დაირხა ხმა და მოჰყვა ერთი ამბავი‼️
მირეკავენ და ჯვარედინ დაკითხვას მიწყობენ.
პირდაპირ ვამბობ, გალკინი საქართველოში მე არ ჩამომყავს‼️
და არც საქართველოს კულტურის პალატაა ორგანიზებაში ჩართული.
მიუხედავად ალლა პუგაჩოვასთან ჩემი მეგობრობისა, გალკინის ჩამოსვლა არ უკავშირდება დათო ოქიტაშვილის სახელს, არც პირდაპირ, არც ირიბად‼️
მე მას წარმატებები მინდა ვუსურვო და მადლობა გადავუხადო კონცერტზე დაპატიჟებისათვის.
დაიხსომეთ, მანქურთებო, დათო ოქიტაშვილმა იცის რას, რატომ და რა ვითარებაში აკეთებს ან არ აკეთებს‼️
ასე რომ, რამდენჯერ უნდა ჩაისვაროთ“, – წერს დათო ოქიტაშვილი.