თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილი 9 წლის გახდა.
ის ამჟამად გერმანიაში იმყოფება და რამდენიმე დღეში უკვე სამშობლოში იქნება.
“დღეს ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა. დათის გაუმარჯოს. გილოცავ ჩემო ოქრო, მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი გვყავდე. მიყვარხარ და მენატრები“, – წერს ისრაელში მცხოვრები, დათის ოჯახის ახლობელი, თეა ცხადაძე.
შეგახსენებთ, 2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.