„მიყვარხართ, საოცარო ბატონო ლევან, ბედნიერია ის, ვინც ერთხელ მაინც მოისმინა თქვენი ლექცია!..“

172

ხატია შამუგია ლევან ბერძენიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„მადლობა დედას, რომ თსუ-ში ჩაბარება მირჩია. პირველივე კურსზე მქონდა ბედნიერება, ამ საოცარი ადამიანის ლექციებს დავსწრებოდი. მან შემაყვარა 93-ე აუდიტორია, რომელიც სულ გადაჭედილი იყო და ბუზის გაფრენა ისმოდა, ბატონ ლევანს შევციცინებდით ყველანი!

მიყვარხართ, საოცარო ბატონო ლევან, ბედნიერია ის, ვინც ერთხელ მაინც მოისმინა თქვენი ლექცია და რა მაგარია, რომ ასეთები ბევრნი ვართ ამ ქვეყანაში…“