“ციხეში რომ ვიჯექი ერთ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, წერილებს ვწერდით ერთმანეთს და სიგიჟემდე შემიყვარდა, ციხიდან რომ გამოვედი გავიგე რომ… ორი თვე ჩავიკეტე და ვსვამდი”

240

რეპერი ბედინა ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, რატომ ვერ შეძლო პირადი ცხოვრების აწყობა:

სამწუხაროდ, ყველა ჩემი სასიყვარულო ისტორია ცუდად დამთავრდა. ალბათ, სიყვარულს გულწრფელი ერთგულება სჭირდება და მაშინ ხვდები, რომ ის ადამიანი შენი მეორე ნახევარია. ბევრი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ყველა კრახით დასრულდა…

ციხეში რომ ვიჯექი, ერთ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, სერიოზულად ვფიქრობდი მასზე, მიყვარდა, ვწერდი წერილებს და რომ გამოვედი, გათხოვილი დამხვდა. რთულად მივიღე, ძალიან განვიცადე, თუმცა  არც დამირეკავს და არც შევხმიანებივარ. ორი თვე ჩავიკეტე და ვსვამდი.ახლა სიყვარულს არ ვეძებ, ვფიქრობ, თავად მოვა. ჯერ ადრეა, ბევრი რამ მაქვს წინ და მერე ბედნიერებაც აუცილებლად მოვა…“