თურქული სერიალის ქართველი ვარსკვლავი თურქეთის ტრაგედიას ემოციური ფოტოებით ეხმიანება

271

თურქული სერიალის ვარსკვლავი, ქართველი მოცეკვავე, მსახიობი და დიზაინერი ნანუკა სტამბოლიშვილი თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნანუკამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ მიემგზავრებიან ქართველი მაშველები თურქების დასახმარებლად.

„სულისშემძვრელი ტრაგედია… როცა თანაგრძნობის ყველა სიტყვა უფერული და უღონოა”,-წერს ნანუკა.