პროდიუსერ გიგა კუხიანიძის მომღერალი მეუღლე ნინო ძოწენიძე „ვოისთან“ დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას ჟურნალ „სარკის“ ფურცლებზე პასუხობს.
„გიგა გამოცდილი პროდიუსერია, ბევრი რამ აქვს გადატანილი, შედარებით მშვიდად შეხვდა ამ ამბავს. რა თქმა უნდა, გული ეტკინა, შეწუხდა, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს. არ დაუმსახურებია ასეთი შეფასებები, რადგან საქმის ერთგულია, ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია. „ევროვიზიის“ კონკურსზე მოპოვებული გამარჯვებები, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იყო. ჩემგან უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მინდა, მეტი სიყვარული, პატივისცემა, მეტი თანაგრძნობა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ“.