სოციალურ მედიაში ვრცელდება ემოციური კადრები, რომელშიც აღბეჭდილია თურქეთში მყოფი მაშველების ემოციური მდგომარეობა. კერძოდ, ჩინელი მაშველი ატირებულ თურქ კოლეგას ეხუტება და ამშვიდებს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 30 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში სხვადასხვა ქვეყნის ასობით მაშველი ჩავიდა დასახმარებლად მთელი მსოფლიოდან.