მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, როგორ მიიღო სასამართლოზე ნინო ნადირაძის რეპლიკა მის ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებით:
„იცით, ქუთაისელი ვარ და ქუთაისში გემოვნებით ჩაცმა უყვართ: ასევე გემოვნებიანად იმოსებიან მეგრელები და მეც სულ კარგად ვიცვამდი. იმიჯი არ შემიცვლია. წვერი ადრეც მქონდა, მაგრამ ახლა გავჭაღარავდი (იცინის). სადაც მომიხერხდება, ტანსაცმელს იქ ვყიდულობ. რაც შეეხება ნინო ნადირაძეს, მას მხოლოდ სალმით ვიცნობდი, მისი დედა და მამაჩემი სამეგრელოდან, ერთი კუთხიდან არიან. ჩვენი ურთიერთობა სააკაშვილის პროცესებიდან დაიწყო. მოსამართლეს წესით, მისთვის შენიშვნა უნდა მიეცა, როცა ამ თემებზე საუბრობდა, მაგრამ ის მარტო ჯიშკარიანს აძლევდა შენიშვნას. ყველა საქმეს იუმორი ახლავს და მე იუმორის მოყვარული ადამიანი ვარ. ამ სიტუაციასაც იუმორით შევხედე…“