პოლიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“დღეს მიცვალებულთა წირვა ჩატარდა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში. მოუცლელობის, დამოუკიდებლად ცხოვრების, ლოკაციური დაშორების გამო, ჩემს ვაჟებთან ერთ სუფრასთან შეხვედრა სამწუხაროდ იშვიათობა იყო ბოლო წლებში. პანდემიისას იყო ერთ-ერთი ასეთი საღამო ძეგვში, ცოტა შევზარხოშდით და სერიოზული ტონით დავიწყე: “ყველაფერი შეიძლება მოხდეს შვილებო. მე ორ ეგზემპლარად წერილობითი ანდერძი დაგიწერეთ და ეხლავე გამოგიტანთ მეთქი”.
მცირეოდენი უშედეგო კამათის შემდეგ, დამნებდნენ – “მაიტა ნასოსიო”. ოთახიდან ორი ფურცელი გამოვიტანე შემდეგი სახელებით: “ომარი, ამირანი, ანა, გრიგოლი და ა.შ.”. რა არისო, მკითხეს გაოგნებულებმა? ჩვენი წინაპრების სახელებია, თქო – რომელთა საფლავებს მივაგენი 1873 წლამდე ჩათვლით. ყოველდღე სახლში და წირვების დროს ვიხსენიებ თქო და ჩემს მერე, არ მინდა ეს წესი შეწყდეს, უბრალოდ ბოლოში ჩემს სახელს მიამატებთ და გააგრძელებთ. ვთქვი, დავურიგე და ჩვენი საყვარელი სადღეგრძელო – “მამაშვილობის” შევსვით. გავიდა ორი წელი, სახელი მართლაც მიემატა იმ სიას, ოღონდ ჯერ ჩემი – არა…”