“სამაგალითო ბიჭია, არც მუშაობა ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს“

250

გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში 22 წლის ბიჭის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც უკვე 5 წელია მეეზოვედ მუშაობს და წერს.

„ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა.

უკვე მე-5 წელია თბილისში მეეზოვედ მუშაობს.

დედაენის ბაღი რომ სუფთაა, მისი დამსახურებაც არის.

მხოლოდ ხელფასი არ ყოფილა მიზეზი მეეზოვედ მუშაობა რომ დაეწყო.

რომ ვხედავდი, ხალხი ნაგავს ყრიდა, გადავწყვიტე, მე დამესუფთავებინაო – მეუბნება ბადრი.

სამაგალითო ბიჭია. არც მუშაობა ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს. ყოველდღე ასუფთავებს ჩვენს ქუჩებს.

დიდი მადლობა, ბადრი!

#ჩავყაროთნაგავი“, – წერს გოგა ჩანადირი.