ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სურამთან მომხდარი ავარიის შესახებ წერს. როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა, ავარიისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა, დავით აკობია მისი ახლობელია.
“ჩვენი ერთადრთი ბიჭი აღარ გვყავს. სიკვდილი რომ მინდა, ისეთი უბედურება დაგვატყდა თავს. მამის მხრიდან მეტი აღარავინ მყავს. ჩემი დათუნა. ღმერთო როგორ გადავიტანო ეს… როგორ ვუყურო მამიდას, ორი ახალგაზრდა ძმის და ერთადრთი შვილის სიკვდილის მხილველს” – წერს ნანა გეგეჭკორი.