“მე დავუშვი საკმაოდ მძიმე შეცდომა და შესაბამისად, დიდი ფასიც გადავიხადე“

453

ბესო კალანდაძე პასუხობს ჟურნალ „სარკის“ შეკითხვას წლების წინ დანგრეული ოჯახის შესახებ. მომღერალი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბედი ცნობილ ექიმს, ციცინო შურღაიას დაუკავშირა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მას დაშორდა და თავის მეუღლეს დაუბრუნდა:

„თუ ანსამბლ „75“-ში ყოფნის წლები ჩემთვის ნათელი, ბედნიერ დროა, მოსკოვში ყოფნა და ის რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელი, შავი ლაქაა. ყველას მოსდის შეცდომები და არც მე ვიყავი გამონაკლისი. არავის ვაბრალებ, არც იმ პიროვნებაზე ვილაპარაკებ. მე დავუშვი საკმაოდ მძიმე შეცდომა და შესაბამისად, დიდი ფასიც გადავიხადე.

როგორ შევიკარით ისევ ოჯახი? დავსხედით და ვისაუბრეთ. სასწორის მხარეზე იყო ჩვენი გაშორების მიზეზი, რომელიც უსაფუძვლო, თითქმის ბავშვური გაუგებრობა იყო, მეორე მხარეს კი – ერთად გატარებული წლები, შვილები, რომლებიც ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, სჭირდებოდათ მშობლები, ოჯახი, ყურადღება, ამიტომ გადავწყვიტეთ, კვლავ ერთი ოჯახი ვყოფილიყავით. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს შევძელით! მადლობა ჩემს მეუღლეს, საუკეთესო შვილები გამიზარდა…“