“ჩემო პატარა, არ დაგტოვე და ბოლომდე შენთან ვიყავი, მამაშენისგან განსხვავებით” – ლევ ძენგოვის ყოფილი ცოლის სკანდალური პოსტი
რუსული მედია ქეთა თოფურიას მეორე ქმარზე, ლევ ძენგოვსა და მის ყოფილ ცოლზე წერს, რომელთანაც ბიზნესმენს 2015 წელს გოგონა შეეძინა, თუმცა ბავშვი მალევე გარდაიცვალა.
ქეთი თოფურიასთან შეხვედრამდე ლევ დენგოვი ირინა რაკზე იყო დაქორწინებული. იმ საშინელ წელს, როდესაც წყვილს შვილი დაეღუპათ, ირინა რაკი მარტო დარჩა თავის უბედურებასთან, რადგან ლეომ ოჯახი მიატოვა. ქალმა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გარდაცვლილ შვილზე წერს:
“დღეს 8 წლის გახდებოდი… ჩემო პატარა ანგელოზო… ჩემო მარია იზაბელ… 2015 წლის 19 თებერვალს პირველად გავხდი დედა… ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. დადგა დრო, როცა შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო და დავწერო ამაზე და არც ერთი კომენტარი არ მეწყინება… იცი რატომ? რადგან სიმართლე ჩემს მხარეს არის.
ღმერთმა იცის, რომ ღირსეულად ჩავაბარე ეს გამოცდა… მე და ჩემმა ოჯახმა არ დაგტოვეთ და ბოლომდე შენთან ვიყავით, მამაშენისგან განსხვავებით. და არ მრცხვენია, რომ ხალხს თვალებში ვუყურებ… მე იქ ვიყავი და ბოლო წუთამდე ვიბრძოდი შენი სიცოცხლისთვის… ისე მოხდა, რომ ღმერთმა ყველაზე ძვირფასი რამ წამართვა ჩემო ანგელოზო“, – წერს ქალი
“წლების შემდეგ, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მოხდა ჩემი ცხოვრების ამ 1,5 წლის განმავლობაში… ეს არ იყო ადვილი … ტკივილი, რომელიც განვიცადე, გარდაიქმნა ძალად, რომელიც მაძლევს თავდაჯერებულობას, ვიცხოვრო ამ სიგიჟეში, რასაც თანამედროვე სამყარო ჰქვია. მხოლოდ შეგნებული ხალხი გამიგებს, არ არსებობს ფიზიკური სხეული, მაგრამ სული… სული მარადიულია, შენი კი ყოველთვის ჩემთან ხარ და მეხმარები.
მიყვარხარ ჩემო პატარა ანგელოზო, შენ ყოველთვის ჩემს გულში ხარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში. შენ ხარ ჩემი უდიდესი ბედნიერება და ამავდროულად მწუხარება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა რაც გამოვიარეთ, ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ეს იყო საუკეთესო დრო ჩემს ცხოვრებაში. ახლა კი მზად ვარ ღიად გავუზიარო ჩემი ამბავი. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრ ქალს გამოადგება, სხვებისთვის კი შესაძლოა აღმოჩენა იყოს…“ , – წერს ირინა რაკი.
ირინა რაკისა და ლევ ძენგოვის ცხოვრებაში ტრაგედია 8 წლის წინ მოხდა. ქალის თქმით, ყოფილმა ქმარმა მას ყველაზე რთულ მომენტში უღალატა. აღმოჩნდა, რომ დაბადებისთანავე მათი ახალშობილი ქალიშვილი მძიმე დაავადებით იტანჯებოდა. დენგოვმა ვერ გაუძლო სახლში არსებულ დაძაბულ ვითარებას და წავიდა.
ამის შემდეგ, გოგონამ მხოლოდ 1,5 წელი იცოცხლა. მაგრამ დენგოვმა თითქოს წაშალა მისი ყველა მოგონება, რომელიც მეორე ქორწინებასთან აკავშირებდა. ამჟამად ბიზნესმენი ქეთი თოფურიაზე ბედნიერად არის დაქორწინებული და მასთან ერთად ვაჟს ზრდის. ძენგოვს პირველი ქორწინებიდან ორი შვილიც ჰყავს. წერს რუსული მედია.