უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში მეტროში მომხდარ ემოციურ ამბავს აზიარებს და პატრულის თანამშრომლებისა და ექიმების გმირობაზე წერს, რომლებმაც ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს.
“ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა ვაგონში და პატრულის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გულის მასაჟით გააცოცხლეს. ტიროდა ყველა და ვტიროდი მეც, ჩემი ძმა დამიდგა თვალწინ. ხალხში სიფრიფანა გოგო გამოერია სურათში კარგად არ ჩანს კიბეზე, რომ დგას პეპელასავით დაფრინავდა და ეხმარებოდა სასწრაფოს ბიჭთან ერთად.
მე ლოცვებს ვკითხულობდი სხვა არაფერი შემეძლო. ძალიან მძიმე სანახაობა იყო წერეთლის მეტრო სასგურში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 112
0831 ეკიპაჟის ექიმები არიან გმირები და ასევე ყველა ის ადამიანი ვინც მათ ეხმარებოდა.
გადაიყვანეს კლინიკა “ჰელსიკორიში” და იმედი მაქვს ძალიან მაგარი ექიმები გადაარჩენენ მას.
არ შემეძლო ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვება.
სასწრაფოს ექიმები, პატრული გმირები არიან, როცა სიცოცხლეს უნარჩუნებენ ადამიანს.
ღმერთსა ვთხოვ გადაარჩინე ეს მამაკაცი”, – წერს ბერიკაშვილი.