საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დედებს დღევანდელ დღეს ულოცავს.
სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში იმ ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებთანაც, მისი თქმით, დედობრივი ზრუნვა აკავშირებს:
„ყველა ქალს ვულოცავ, ვისაც ერგო დედობის ბედნიერება. დედობა შეუდარებელი განცდაა, რომელიც გაამდიდრებს და გაძლიერებს.
დღეს და გუშინ მოვინახულე ბავშვები ვისთანაც დედობრივი ზრუნვა მაკავშირებს: ერეკლე და ცოტნე, დაჩი, ანასტასია, ტასო“, – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.