„ჩემი სამი გოგონა ჩემი უახლოესი მეგობრები არიან… არ მომერიდება ვთქვა, რომ ჭკვიანები, საქმიანები და გონიერები არიან…“
ეკა კახიანი ლელა წურწუმიასთან გადაცემაში თავის სამ ქალიშვილზე საუბრობს და მათ მეგობრებად მოიხსენიებს:
„ ჩემს სამ გოგოს რომ ვუყურებ, გავთანაბრდით. გვაქვს ჯგუფი – დები. მყავს უახლოესი სამი მეგობარი გოგო. ეს გოგონები გახდნენ ჩემი უახლოესი მეგობრები. არ მომერიდება ვთქვა, რომ კარგი გოგონები არიან, ჭკვიანები, გონიერები, საქმიანები და შემდგარები. ასე მგონია, რომ მათ ასაკში ვარ. არის ის მდგომარეობა, რომ დედა ვარ… ეს არის ჩემი ბედნიერება…“