“მე და ჩემმა ცოლმა ურთიერთობის აღდგენა ვერ მოვახერხეთ“

519

რუსთაველის თეატრის მსახიობი დათო დარჩია ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ მეუღლეს საბოლოოდ დაშორდა. წყვილმა ორი წლის წინ პაუზის აღება გადაწყვიტა, თუმცა შერიგება ვეღარ შეძლეს:

„სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ჩვენ დავცილდით ერთმანეთს.

შვილებზე როგორ აისახა თქვენი განშორება?

არანაირად. საკუთარი თავების გარდა, არავისთვის დაგვიშავებია რამე. შვილებთან მამაშვილური ურთიერთობა გრძელდება.

ე.ი. ახლა უცოლო კაცის ცხოვრებით ცხოვრობთ, თან, დედაც ემიგრაციაშია, არ გიჭირთ?

დედა ზაფხულში დაბრუნდა ემიგრაციიდან, ახლა ჩემთან არის და არსად გავუშვებ. ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად სამ წელიწადზე მეტი გაატარა უცხოეთში. როგორც ყველა ქალი, ვინც ოჯახის გადასარჩენად ემიგრაციაში წავიდა და შრომობს, დედაჩემიც ნამდვილი გმირია.

ჩვენი ოჯახის ფინანსური პრობლემები შედარებით მოგვარდა. ახლა უკვე თავისუფლად სუნთქვა და ჩემი საქმის მშვიდად გაკეთება შემიძლია…“