“მეკითხებიან კანონს უჭერდი თუ არა მხარსო? გპასუხობთ”

824

ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:[[[

“მეც ვიყავი ოდესღაც ახალგაზრდა, ბევრად უფრო ჯიხვი(ვერძი), ვიდრე დღეს ვარ, და ვერ ვიტანდი როცა ჭკუას მარიგებდნენ უფროსები(მართალი ვიყავი, ვფიქრობ), ასევე ვერ ვიტანდი მოკომკავშირო ტიპის სტუდსაბჭოებს და რექტორატთან დაახლოებულ მოსტუდენტო-მოაქტივისტო ტიპებს(შემდგომში ყველა თანამდებობის პირები გახდნენ, ლექციებზე სიარულის გარეშე), ამიტომ, ბავშვებო არ შეიტენოთ არავინ და არ იაროთ სტუდსაბჭოების ჭკუაზე, თქვენი ნაბრძოლი არასოდეს არავის გადაულოცოთ, მერე ტელეფონზეც არ გიპასუხებენ, როგორც კი სავარძელში ჩაასკდებიან.

P.S. მეკითხებიან კანონს უჭერდი თუ არა მხარსო? გპასუხობთ, ვარ აბსოლუტური ანარქისტი, მძაგს ყველანაირი სახელმწიფოებრივი მექანიზმები, კანონები, მორჩილებები და ა.შ. მაგრამ ამ დედამიწაზე სად წავიდე, ყველგან ერთნაირი მოცემულობაა, ვზივარ და ვითმენ რა გავაკეთო?” – წერს ნინო ნადირაძე.