ბასკონიამაც დაადასტურა და უკვე მოსკოვის ცსკა-მაც – ამიერიდან ოფიციალურად, თორნიკე შენგელია რუსული კლუბის ღირსებას დაიცავს!
რუსული კლუბის პრესსამსახური წერს, რომ ქართველ კალათბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა საკლუბო ადგილსამყოფელის გამოცვლის შემდეგ პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა:
“ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ გუნდში გადასვლით და მოუთმენლად ველი ბრწყინვალე კალათბურთელებთან ერთად თამაშისა და შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით მუშაობის შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში დიდ წარმატებებს მივაღწევ”, – განაცხადა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს ოფიციალურ ვებგვერდთან.
2014 წლიდან შენგელია ბასკონიაში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 30 ივნისს ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.