“მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე, ისე რომ კითხვაც არ დამისვა”

458

“ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს.

“კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს წერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით!არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოკითხეთ პასუხი!

ვნახავ რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 – დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე რომ კითხვაც არ დამისვა!!!

რა ხდება კაჭიო?!“, -წერს კაჭარავა.