შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ჰოლივუდის ვარსკვლავთან, 43 წლის ლუკ ევანსთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, ის ცნობილ მსახიობს რომში, ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა.
“როცა საუზმეზე ჰოლივუდის ვარსკვლავს ხვდები“, – დაწერა შორენამ და საერთო ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
“როგორ საყვარლად ზიხარ შენ თავად“.
“რა კარგი წყვილი ხართ“, – წერენ კომენტარებში.