„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს”

176

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.

მომხდარს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
სამი შვილის დედა, მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მშობლებს მიმართავს და სთხოვს, შვილებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

„დიდი დიღომი, პეტრიწის მიმდებარედ (ჩემთან ძალიან ახლოს) სურათს შეგნებულად არ დავდებ, 23 საათისთვის გაუჩინარდა 12 წლის ბავშვი გოგონა , რაც წეღან დავდე. როგორც დაიწერა ბავშვი იპოვეს უგონოდ ხეებში ჩაფლული, რაგბის სტადიონთან , რასაც წერენ 25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს, სავარაუდოდ, ბავშვი გაგუდეს, რადგან ქალის კივილის ხმა ისმოდა, რომელიც ყვიროდა ბავშვი გამიგუდესო.

აქ ემოციებს ვერ დავწერ გაყინული ვზივარ და უბრალოდ ვისაც აინტერესებდა მდგომარეობა იმათ ვატყობინებ , სიტყვები არ მაქვს არ ვიცი, ძალიან, ძალიან ცუდად ვარ.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“, – წერს ნუკა კვალიაშვილი.