ქართველი რეპერი “მასტერი”, იგივე გიორგი პავლიაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ბიჭზე, რომელმაც მას დაკარგული თანხა დაუბრუნა.
“ვერ ვიტან ჯიბით ფულის ტარებას, მაგრამ ახლა მომიწია. მანქანაში ვიჯექი, გაჩერებული და უკან მომიჩერა ახალგაზრდა ბიჭმა (გივი). მითხრა: ფული დაგივარდაო ($200), თურმე წინა ლოკაციაზე სადაც ვიყავი, იქ ამომივარდა და მერე უკან გამომყვა მანქანით. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ ქალაქში ცხოვრობენ ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ადამიანები და მადლობა მათ რომ ალამაზებენ ამ ქალაქს!
რა თქმა უნდა, ფული ძმაკაცურად გავიყავით, არ მართმევდა არაფრის დიდებით, მაგრამ ხომ შეეძლო საერთოდ არ მოეცა…