„უსამართლოა ეს ცხოვრება შენს წინაშე…“ – შემზარავი ავარიის შედეგად დაღუპულ ქალს მეგობრები გლოვობენ

139

„ჩემო ერთგულო, საუკეთესო მეგობარო, მშვიდობით ციცქნა. შენ ჩემი ტკბილი ბავშვობა და სკოლის ლამაზი წლები დაგარქვი. უსამართლოა ეს ცხოვრება შენს წინაშე, განა ასეთი სიცოცხლით სავსე უნდა გვტოვებდეს”- ასე ემშვიდობებიან ბაკურციხე-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მზისა ჭუმბურიძეს მეგობრები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში მცხოვრები, მზისა ჭუმბურიძე, ავარიაში ქმარ-შვილთან ერთად მოხვდა. მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა.

ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი 7 წლის ბავშვი და გარდაცვლილის მეუღლე, გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მოგვიანებით ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო, მცირეწლოვანი ბავშვი, კატასტროფის სამედიცინო ცენტრმა, თბილისში გადაიყვანა.

დაშავებული მამაკაცი მკურნალობას გურჯაანში აგრძელებს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.