„მშურს იმ ხალხის, ვისაც გემოვნებიანად ჩაცმა შეუძლია…“

135

ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარ გემოვნებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი სტილი ეპატაჟური ჩაცმაა:

„შეიძლება, ფული ვერ გაიმეტო ტელეფონში, მაგრამ დავხარჯო ტანსაცმელში. ძალიან მიყვარს ახალ-ახალი ტანსაცმელი. მშურს იმ ხალხის, ვისაც გემოვნებიანად ჩაცმა შეუძლია. ვიცი, რომ ერთად მორგებული ყავისფერი შარვალი და თეთრი პერანგი ძალიან ლამაზია, მაგრამ მე რომ ვიცვამ, კარგად, ანუ როგორც ბებიაჩემი იტყოდა, „ვიდიანად“ არ გამოიყურება.

თუ ასე ჩავიცვამ, მაშინ რაღაც დეტალი უნდა მივამაგრო, მაგალითად, ბუმბული. მოკლედ, მიყვარს ეპატაჟური ჩაცმა და ასეთ სტილში ვგრძნობ თავს კომფორტულად…“- ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.