თათია სამხარაძე ფინანსურ დახმარებას ითხოვს

174

ტელეწამყვანი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული „ღირსების შემლახავი ბინძური კამპანიის“ გამო, გადაწყვიტა „უკომპრომისო ბრძოლა მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ“.

ამისთვის კი, თათია სამხარაძე საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვს.

„‼️გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ ‼️

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ პროპაგანდისტულმა მანქანამ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული და ღირსების შემლახავი ბინძური კამპანია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მამყოფებს მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ფიზიკურ ტყვეობაში შესაძლო პროვოკაციების შიშით.

მიუხედავად არსებული უდიდესი რისკებისა, მე გადაწყვეტილი მაქვს ამ პროცესს მივყვე ბოლომდე და ხელმეორედ შევქმნა პრეცედენტი უკომპრომისო ბრძოლისა მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე ეს არის გენდერული, სოციალური და პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც მოკლე ვადებში არ დასრულდება.

ახლა ჩემი ძალა მხოლოდ თქვენს მხარდაჭერასა და სიმრავლეზე გადის. თქვენი კონსოლიდაციის გარეშე ამ უთანასწორო დაპირისპირებაში სრულიად მარტო დავრჩები. ამ ეტაპზე გთხოვთ მთელი რიგი საორგანიზაციო და ტექნიკური ხარჯების დასაფარად ფინანსური შემწეობის გაღებას, თქვენი შესაძლებლობების და სურვილის ფარგლებში.

სამწუხაროდ, კონკრეტული მიმართულებების და აქტივობების დასახელება, რომელსაც ვგეგმავთ ახლა შეუძლებელია მოსალოდნელი ხელისშემშლელი ქმედებების ალბათობის გათვალისწინებით.

თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლობას ვიღებ პირადად მე და პროცესის დასრულების შემდეგ, ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე წარვადგენ შესაბამის ხარჯთაღრიცხვას.

‼️მიმღები: თამარ სამხარაძე

‼️ტერა ბანკი: #GE29KS0036010146091601

‼️Paypal link comments“, – წერს თათია სამხარაძე