“ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთელ, ზურიკო დავითაშვილთან ერთად ონკოპაციენტებს შეხვდა და ოცნება აუსრულა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ბერი ანდრიას ფონდი” ავრცელებს.
“ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს, გიო მურვანიძე ს ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა ვარსკლავებმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა.
ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ!”, – წერია განცხადებაში.