“ჩემი გამოსვლა ჰოლივუდში უკვე დაიდო! მგონია, რომ ისევ ოცნებაა, არ მჯერა…”

270

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი გამოსვლა ჰოლივუდში უკვე დაიდო. როგორც მომღერალი აცხადებს, ძალიან გახარებულია.

“ჩემი გამოსვლა ჰოლივუდში უკვე დაიდო! სიმართლე რომ გითხრათ მგონია, რომ ისევ ოცნებაა, არ მჯერა! ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება და ყველას წინაშე ხდება, მადლობა, ჩემო საყვარელო ადამიანებო, რომ ამ დიდ სიხარულსა და წარმატებას ჩემთან ერთად იზიარებთ”, – წერს ბუზალაძე.