“დედისთვის მადლობის თქმა ვერ მოვასწარი” (ვიდეო)

188

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე საკუთარი გადაცემის „ნოესთან” სტუმარია, რომლის ეთერში დედის შესახებ საუბრობს და მასთან ურთიერთობას იხსენებს.

16 წელიწადი დედაჩემს არ ჰყავდა შვილი, მაშინ, როდესაც მე გავჩნდი. ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი იყო და ჩემმა დაბადებამ მთელი მისი რესურსი წაიღო, ისე ვეღარ მუშაობდა, როგორც ახალგაზრდობაში. ჩემთვის შედარების ობიექტი ყოველთვის დედაჩემი იყო. დედა შეუდარებელია და ამას გვიან ხვდები.

მაშინ, როდესაც მასთან ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული, მთელი ცხოვრება ტვირთივით დაგყვება თან. ხშირად ინახულეთ, მოეფერეთ დედებს სიტყვებით. მე, დედისთვის მადლობის თქმა ვერ მოვასწარი იმისთვის, რაც მომცა. მან ყველაფერი გაიღო ჩემთვის. ჩვენ ვკონტაქტობთ და მის დახმარებას დღემდე ხშირად ვგრძნობ”, – საუბრობს ნოე სულაბერიძე.