ნუცა ბუზალაძე ჟიურის წინაშე დუეტში წარდგა – ნახეთ ნუცას შესანიშნავი პერფორმანსი

217

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც მსოფლიო მასშტაბის მეგა პროექტში American Idol იღებს მონაწილეობას, ამჯერად ჟიურისა და მსმენელის წინაშე დუეტით წარდგა.

მისი მეწყვილე, კარინა დე ანჯელო იყო.

გოგონების ნამღერმა დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ American Idol-ის ოფიციალურ გვერდზე შოუ ნუცასა და კარინას დუეტს შემდეგი წარწერით ავრცელებს.

როგორც ვიდეოს წარწერაშია აღნიშნული, ნუცას და კარინას დრამა ჰქონდათ.

ვიდეოში ნუცა ამბობს, რომ მან შეძლო თავი გაემხნევებინა, მოტივაცია მიეცა საკუთარი თავისთვის. მისი პარტნიორი კი რატომღაც პანიკამ მოიცვა.

როგორც კადრებში ჩანს, კარინა დე ანჯელო განსაკუთრებით ნერვიულობდა.