“პელე“ ცოლი მყავს, სოფო ბედიას ქმარს რომ მეძახიან, რატომ გიკვირთ?” (ვიდეო)

306

მომღერალი, სოფო ბედია მეუღლესთან, მიშა მესხთან ერთად თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს და მიშა მესხმა კიდევ ერთხელ ხუმრობით განმარტა, თუ რატომ ეძახიან სოფო ბედიას ქმარს.

“სულ ვამბობ, რომ „პელე“ ცოლი მყავს. ჩვენ, ფაქტობრივად, მსგავსი ხასიათები გვაქვს. სულ ერთმანეთს ვუგებთ, არ გვაქვს შეფერხება, სულ ერთად დავდივართ, ვიღაცას შეიძლება ეგონოს, ეჭვიანი წყვილი ხომ არ არისო, ხანდახან ვეუბნებით ერთმანეთს, სადღაც მარტო წავიდეთ, რომ ხალხს ასე არ ეგონოსო…“, – განაცხადა მიშა მესხმა გადაცემა “დღის პოსტის” ეთერში.