“დღეს ის დღეა, უპირობო სიყვარულის მარადიულმა სამყოფელმა რომ მოიტაცა” – კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა

289

მსახიობ, კოტე თოლორდავას ყოფილი ცოლი, განო მელითაური სოციალურ ქსელში მისი გარდაცვალების 8 წლის თავთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

დღეს ის დღეა, უპირობო სიყვარულის მარადიულმა სამყოფელმა რომ მოიტაცა სიკეთით სავსე, ჯადოსნური კოტე თოლორდავა”, – წერს განო მელითაური.

ცნობისთვის, მსახიობ, კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 1979 წლის 13 მაისს დაიბადა. მას ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე ათონელზე.