“მინდა, მაქსიმალურად შევირგო ბებიობის პერიოდი”

277

ლელა წურწუმიამ მაკა ზამბახიძე მეუღლესთან, მიხეილ ჩოხელთან ერთად მიიწვია სტუმრად.

ლელა დაინტერესდა, როგორი ბებიაა მაკა და თუ იცოდა მიხეილმა, რომ მომავალ ბებიას ეპრანჭებოდა.

„ყველაფერი თავდაყირა დადგა ჩვენ სახლში ბავშვის დაბადების შემდეგ. არავინ არ ახსოვს მაკას. დილა იწყება ქოქოსით, სახელს არც ეძახის“, ამბობს მომღერლის ქმარი.

მაკამ კი აღნიშნა:

„ძალიან მომწონს მოვლა, ჭამის პროცესი, დაბანა, დაძინება. სალომეს შვილი, რომელსაც საერთოდ არ ველოდებოდი, ძალიან ჰგავს სალომეს პატარაობას… ერთი ერთშია. ბიჭია და რა თქმა უნდა, თავისი თვისებები აქვს. ეს პერიოდი არის ძალიან მაგარი და მაქსიმალურად მინდა შევირგო. სალომე რომ გაჩნდა, 18 წლის ვიყავი. ეს სხვა აღქმაა. ახლა, როცა 40 წლის ვხდები, საკუთარი შვილივით მყავს შვილიშვილი. ვიწერ რაღაცებს, მაგალითად, კბილი როგორ ამოუვიდა…