American Idol-ის ქართველი მონაწილე, ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივარს მხარდაჭერას სთხოვს. როგორც მომღერალი აღნიშნავს, კონკურსის შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ლაივის მიმდინარეობის დროს იქნება შესაძლებელი:
“ხმის მიცემა ამ კვირას და ორშაბათს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ლაივის მსვლელობის დროს!
ლაივის ბოლოს გამოვლინდება, ვინ გადადის შემდეგ ტურში! ე.ი. ხმას ვაძლევთ კვირას და ორშაბათს, ლაივი მიმდინარეობს 2 საათი, რაც იმას ნიშნავს რომ ხმის მისაცემად გვექნება მხოლოდ 2 საათი.
იწყება ლოს ანჯელესის დროით 5 საათზე, ნიუ იორკის დროით 8-ზე და საქართველოს დროით ვაყენებთ მაღვიძარას ( ) დილის 4-ზე და ვერთვებით!
უკვე ჟიური ვერ გადაარჩენს რჩეულს, ასე რომ, მთლიანად თქვენ იმედზე ვარ!
ვდებ ხმის მიცემის ინსტრუქციას
მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote
მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app.
მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ნომერზე 21523 (ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს!” – წერს ნუცა.
ცნობისთვის, ქართველი მომღერალი პოპულარული ამერიკული კონკურსის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა.