“ორივე კარგადაა, მაგრამ საშინელი ტკივილები აქვთ… ქირურგმა თქვა, ასეთი რთული გადანერგვა არ მქონიაო”

157

მუ­სი­კოს­მა და­ვით (დათო) ევ­გე­ნი­ძემღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, რო­მე­ლიც სტამ­ბოლ­ში, BAU Medical Park Goztepe-ში და­ი­გეგ­მა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლიგი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო.

ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და და 12-სა­ა­თი გაგ­რძელ­და. მუ­სი­კო­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი­სა და დათო ევ­გე­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

“დათო პა­ლა­ტა­შია, მა­ხა­რა გუ­შინ­დე­ლი დღი­დან პა­ლა­ტა­შია” – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დათო ევ­გე­ნი­ძის მე­უღ­ლე ნინო ევ­გე­ნი­ძე.

ორი­ვე კარ­გა­დაა, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი აქვთ რისი ბო­ლომ­დე გა­ყუ­ჩე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, რომ არ და­ზი­ან­დეს ღვიძ­ლი, ამი­ტომ ძი­რი­თა­დად აძი­ნე­ბენ. ქი­რურ­გმა თქვა, ასე­თი რთუ­ლი გა­და­ნერგვა არ მქო­ნი­აო. გი­ორ­გის ცოტა ლა­პა­რა­კი უჭირს, სძი­ნავს თით­ქმის მთე­ლი დღე, და­თოც პა­ლა­ტა­ში ამო­იყ­ვა­ნეს და არ შე­მიშ­ვა, ცუ­დად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბიო” – წერს გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ლეკა მი­ქა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.