“კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია” – რა წარმატებას მიაღწია ნინი შერმადინმა?

კომპანია “ბრავო რექორდსი” სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის წარმატების შესახებ.

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია:

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის სიმღერა “I Will Take You Home”, რომელიც 2018 წელს “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა, ამერიკის რადიო “თავისუფლების” Radio Freedom-ის, რომელიც ფარავს მაიამსა და ფლორიდის შტატებს, ფავორიტი სიმღერა გახდა და საზოგადოების ჩართულობით მეორე ადგილზე გავიდა.

ვულოცავთ ნინის ამ წარმატებას და კიდევ ბევრ წინსვლას ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ სიმღერა  2018 წელს “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა, ტექსტის ავტორი თავად ნინი შერმადინია, ხოლო მუსიკის ავტორი, ჯაბა ბუცხრიკიძე გახლავთ

არანჟირება “ბრავო რექორდსის” არანჟირების სპეციალისტს, ბორიკო შხიანს ეკუთვნის.

ასევე იხილეთ