გარდაცვლილი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ყოფილი ქმრის იუბილეს ემოციური პოსტით ეხმაურება.
“ჩემი, ჩვენი დიდი ბავშვი 55!!! გოგიჩას დაბადებას გაუმარჯოს, იმიტომ რომ ეს მზე ყველას მოგვწვდა და თავის სხივი ყველას დაგვიტოვა! უფრო მიყვარხარ, უფრო მიყვარხარ!
როგორ ახერხებ არ ვიცი, მაგრამ ყველგან და ყოველთვის ხარ, როცა ძალიან უშენოდ ვარ!
არ გისაყვედურებ ჩემო დიდო ბავშვო, მადლობა ამ ზღაპრისთვის, ცხოვრების ამ ზღაპარივით ურთიერთობისთვის, დიდი სიყვარულისთვის, ჩვენი თამაშისთვის, და რაც მთავარია!!! ამდენი გოგიჩა რომ მყავს გარშემო!!!
ცნობისთვის, მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წელს გარდაიცვალა.