„43 წლის ნანუკას მგონია რომ ყველაფერი წინ მაქვს, მინდა კვერცხუჯრედი გავყინო, გავხდე სტუდენტი, თუ მომინდება თეთრ კაბასაც ჩავიცვამ”

469

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თიკო სადუნიშვილის გადაცემის „ახალი თინა” სტუმარია, სადაც ქალისთვის ასაკის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 43 წლის ასაკში ცხოვრებას ახლა იწყებს.

„მგონია, რომ ცხოვრება 40 წლის ზემოთ იწყება. სიამოვნების რეცეპტორები გიმძაფრდება, რადგან მანამდე გრიგალის მსგავსი თავგადასავლები მიდის, გიგროვდება გამოცდილება და ცხოვრებით ტკბობას იწყებ. წამიკითხავს კვლევები, რომ ქალს ყველა ასაკი და ციფრები აშინებს, მე მგონია, რომ ასე არ არის.

ვფიქრობ ასაკი კი არ გაშინებს, არამედ ის მდგომარეობა, რომელშიც ხარ. 43 წლის ნანუკას მგონია, რომ ყველაფერი წინ მაქვს. მინდა ავირჩიო პროფესია, გავხდე სტუდენტი, მინდა გავყინო კვერცხუჯრედი და შვილის გაჩენის შანსი დავიტოვო. თუ მომინდება თეთრ კაბასაც ჩავიცვამ”, – საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი.