„დღეიდან მებრძოლი აღარ ვარ…იცოდეთ იარაღს ვეღარ ავიღებ და არ გეგონოთ ფრონტის ხაზზე ვარ”

646

მოკლედ აღარ ვარ მებრძოლი დღეიდან, – აღნიშნულის შესახებ ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი წერს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საბოლოო პასუხი ბიოფსიის შემდეგ ეცოდინება.

„მაინც მოიქნია კუდი ერთი წლის შემდეგ, ღრუსების მიერ დატოვებულმა საჩუქარმა “ზარინმა” და მე ჩამხსნა ბრძოლისგან. მოკლედ აღარ ვარ მებრძოლი დღეიდან. რამდენიმე დღეში ბიოფსიას ამიღებენ და მეცოდინება საბოლოო პასუხი.

ჯერჯერობით კატეზე კარგი არაფერი ჩანს. რენტგენის შემდეგ კატემ მთლად დამამშვიდებელი არაფერი თქვა. წონა რომ დავიკელი ასე ჩქარა ესეც ამის ბრალი ყოფილა. ps : იმიტომ ვწერ ამას რომ იცოდეთ იარაღს ვეღარ ავიღებ და არ გეგონოთ ფრონტის ხაზზე ვარ”, – წერს ნადიმ ხმალაძე.