თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ დიდი ხანია დაგავიწყდათ ვინ გედგათ გვერდში და ვინ ვიღებდით ლანძღვა გინებას თქვენს გამო. ეს უკვე დიდი ხანია ჩანს, თუნდაც იმ მიღებებიდან თქვენს რეზიდენციაში სადაც არასოდეს არ ვართ ჩვენ მიპატიჟებული. სიმართლე გითხრათ დიდი სურვილი არც ჩვენ აღარ გვაქვს. არავინ ამბობს რო რუსეთი ანგელოზია პირიქით, რუსეთი ოკუპანტია! რა დაგიშავათ იმ მილიონამდე ქართველმა რომელიც რუსეთში წვალობს და ინახავს თავის ოჯახს თუ ახლობელს? იქნებ თვლით რო ისინი არ არიან ჩვენი მამულიშვილები და თუნდაც თქვენი ამომრჩევლები? თქვენ ხართ ყველას პრეზიდენტი და არა მარტო მათი ვინც თქვენ მოგწონთ. ეს ფოტო შემთხვევით არ ამოვირჩიე, ეს ის დღეა როდესაც თქვენს გამო ბევრი თავდასხმა მოვიგერიეთ.#საქართველოუპირველესყოვლისა🇬🇪”