”ვისთვისაც რუსეთთან უკრაინის ომი უფრო მგრძნობიარეა და მტკივნეული, ვიდრე რუსეთთან საქართველოს ომები, სულში ჩამიფურთხებია!“

236

დავით ლორია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ვისთვისაც რუსეთთან უკრაინის ომი უფრო მგრძნობიარეა და მტკივნეული, ვიდრე რუსეთთან საქართველოს ომები, სულში ჩამიფურთხებია!
სოხუმის და ცხინვალის ომების შემდგომ ნაცმოძრაობა რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს რომ ეპატიჟებოდა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად რომ გააუქმა, ვისაც მაშინ ეს არ გაუპროტესტებია და დღეს ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ მიზეზებს ეძებს, სულში ჩამიფურთხებია-თქო! ქართველები რომ დაგვიხოცეს რუსმა სამხედროებმა და მაინც მთავარი ეკონომიკაა, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო რომ იძახდნენ და დღეს რომ გვმოძღვრავენ, უკრაინელების ხოცვის გამო საზღვარი ჩავკეტოთ, ჭირს წაუღია ეკონომიკა და ყველაფერიო.. ასეთი ხალხის ფარჩაკ სულში და გულში ჩამიფურთხებია!

პ.ს. ვისაც საქართველოს დროშა აივანზე არასდროს ჩამოუკიდავს, ან მანქანით არ უტარებია, ან მაისურზე არ მიუკვრია და დღეს უკრაინის დროშაა ყველაფერი, ასეთი ხალხის ქართველობას მიმიფურთხებია კიდევ!..”