„ერთი სული ჰქონდა მერაბიშვილს და კეზერაშვილს ქუდი დამეხურა, გავსულიყავი და გაუგებრობაში დამეტოვებინა ათიათასობით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ეს ბედნიერება მათ არ მივანიჭე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„როდესაც კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თითქოს შთაბეჭდილება მრჩება, ბოდიში უხეში მეტაფორისთვის, შიდსით რომ ხარ დაავადებული ადამიანი და არავის რომ არ უმხელ და რომ გაბრაზდები. ყოფილა ასეთი პრეცედენტები, წაგვიკითხავს, რომ გაბრაზებული ხარ საკუთარ თავზე და განგებ ცდილობ რომ გადასდო ბევრ ადამიანს ინფექცია. ამას მაგონებს დათო კეზერაშვილი დღეს, ნაცვლად იმისა, რომ დისტანცირდეს ადამიანი“, – დასძენს „ენმ-ს“ წევრი.