მსახიობი გეგა სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას ეხმაურება.
“შაქარაშვილის ტრაგედიას შეგნებულად ვარიდებ ყურადღებას, არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, მსგავსი ისტორია ჩვენც გადაგხვდა თავს, აჩიკო რუხაძე (ბაჩუ), ჩვენი სული და გული, მთელი საამხანაგოს ღერძი, ყოვლად უწყინარი და კაცთმოყვარე 22 წლის კალათბურთელი, საბედისწერო ბანკეტზე, ქუჩურმა და კრიმინალურმა მენტალიტეტმა იმსხვერპლა. ამიტომ, იმდენ ასოციაციას იწვევს და ისე მანგრევს დღევანდელი ტრაგედია, რომ მირჩევნია საერთოდ ავარიდო გონება.