“რა არ გასვენებთ? რატომ შეგაქვთ ეჭვი მუდმივად ჩემში?”

1,063

“ბატონო გურამ, ძალიან დაღონებული ვარ, თქვენი მდგომარეობის გამო. სულიერ მდგომარეობას ვგულისხმობ, პირველ რიგში. რა არ გასვენებთ? რატომ შეგაქვთ ეჭვი მუდმივად ჩემში? რატომ გგონიათ, რომ თქვენ ან ჩემზე კარგი მორწმუნე ხართ ან ჩემზე კარგი მაზიარებელი?”- ასე ეხმიანება “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი ორგანიზაცია “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” ხელმძღვანელ გურამ ფალავანდიშვილს, რომელმაც “პატრიოტთა ალიანსი” და კერძოდ ირმა ინაშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ მათ ხმა მისცეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, კანონს იუვენალოური იუსტიციის შესახებ, რაც სოციალური მუშაკების მიერ, შვილის ჩამორთვემას გულისხმობს (კონკრეტული მიზეზების შემთხვევაში)

“მუდმივად ცდილობთ, რაღაცაში დამადანაშაულოთ და ნათელ ოთახში ეძებთ კატებს. ამ კოდექსს ხმა არ მივეცი, თუმცა, მანამდე საპატრიარქოს წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრები და ყველა დადებითად აფასებდა წარმოდგენილ პროექტს.

რა არ გასვენებთ? რატომ შეგაქვთ ეჭვი მუდმივიად ჩემში? რატომ გგონიათ, რომ თქვენ ან ჩემზე კარგი მორწმუნე ხართ ან ჩემზე კარგი მაზიარებელი? სულ რატომ მექიშპებით? ცოტა არ იყოს, სირცხვილია. დაიმშვიდეთ სული რამენაირად. ესაუბრეთ თქვენს მოძღვარს, გაანალიზეთ თქვენი სულიერი მდგომარეობა, იქნებ შური გიბნელებთ გონებას და იქნებ უნდა ეცადოთ, რომ ამას მოერიოთ?”- წერს ირმა ინაშვილი საპასუხო კომენტარში, რომელიც გურამ ფალავანდიშვილის ვრცელ წერილს დაურთო.

გურამ ფალავანდიშვილს ასევე გამოეხმაურა ზვიად ტომარაძეც, რომელმაც კომენტარში დაწერა:

“გურამ! რადგან წერილში ნახსენები ვარ, ვალდებული ვარ გამოვეხმაურო ამ სტატუსს. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ შარშან ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ 27 ხმიდან 4 პატრიოტთა ალიანსის იყო, გარდა ამისა, ჩემს მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები: უცხოელებზე მოქალაქეობის გამკაცრება იქნებოდა ეს, ბინადრობის გამკაცრებაზე, რელიგიური გრძნონების შეურაცხყოფაზე თუ სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, პატრიოტთა ალიანსისგან მუდმივად მქონდა მხარდაჭერა, როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე კომიტეტებზე განხილვისას.

რაც შეეხება აბორტის საკითხს, მართალია კომიტეტზე პატრიოტთა ალიანსიდან არავინ დასწრებია (ემზარის გარდა), მაგრამ კომიტეტის განხილვაზე არაკომიტეტის წევრის დასწრება სავალდებულო არ არის, ნებაყოფლობითია. დარწმუნებული ვარ კენჭისყრამდე რომ მისულიყო ეს საკითხი, მხარს დამიჭერდნენ.”- წერს ზვიად ტომარაძე.
წერს – ირმა ინაშვილი