“პირველად მაშინ იყო, როდესაც ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი”

502

მსა­ხი­ო­ბი ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე და­უ­ვი­წყარ ლე­ვან აბა­ში­ძეს იხ­სე­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, ემო­ცი­ებს, გან­ცდებს, რო­მე­ლიც ლე­ვან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ჰქონ­და. ნუ­ცას თქმით, რო­დე­საც აბა­ში­ძე გა­იც­ნო, ცხრა წლის იყო და კი­ნოს სამ­ყა­რო­ში ნუ­ცას პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, კი­ნომ­სა­ხი­ო­ბო­ბის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ლე­ვანს უკავ­შირ­დე­ბა.

ამ თე­მა­ზე ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძემ დათო გორ­გი­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში, “გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე” ისა­უბ­რა. ნუ­ცას დე­ბი­უ­ტი კი­ნო­ში რე­ჟი­სორ გი­ორ­გი მგე­ლა­ძის ფილმში – “არა მე­გო­ბა­რო” შედ­გა. ამ ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი კი ლე­ვან აბა­ში­ძის­თვის უკა­ნას­კნე­ლი იყო. ლე­ვა­ნი ფილ­მის პრე­მი­ე­რას ვერ მო­ეს­წრო.

ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე:
“ბავ­შვი რომ ხარ და თა­მა­შობ, ეს ერ­თია, მაგ­რამ რო­დე­საც მო­ი­თხო­ვეს, რომ ეს (მსა­ხი­ო­ბო­ბა) ეზოს და სახ­ლის იქეთ გა­სუ­ლი­ყო, რა თქმა უნდა, ალ­ბათ უხერ­ხუ­ლო­ბის მო­მენ­ტი მქონ­და. არ ვი­ცო­დი, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვიქ­ნე­ბო­დი, დი­დად არ მინ­დო­და, ვერ ვხვდე­ბო­დი სა­ერ­თოდ რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და სა­ერ­თოდ რას მო­ი­თხოვ­დნენ ჩემ­გან.

გიომ (ფილ­მის რე­ჟი­სო­რი) მი­თხრა, წა­მო­დიო ერთი, ლე­ვანს გა­გაც­ნო­ბო, წა­მომ­ყე­ვიო, არ გინ­და, ფილმზე ნუ ფიქ­რო­ბო, უბ­რა­ლოდ, ლე­ვა­ნი მინ­და გა­გაც­ნოო.
იქ იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­ვი­ცა­ნი და­ვუ­მე­გობ­რდი ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო ჩემ­თვის და უკვე ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი ფილმში რა იქ­ნე­ბო­და და რო­გორ. ეს პრო­ცე­სიც (ფილ­მის გა­და­ღე­ბა) იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლე იყო, იმ­დე­ნად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სულ მა­გათ­თან ერ­თად ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ ეს მო­მენ­ტე­ბი, როცა უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, გა­და­მე­ღო, ლე­ვან­თან მე­ურ­თი­ერ­თა, ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ამას ვე­ლო­დე­ბო­დი.

სხვა­თა­შო­რის, ამ სახ­ლში ვი­ყა­ვი ბო­ლოს რომ ვნა­ხე, აქ ამო­ვი­და, სუფ­რა იყო თუ რა, არ მახ­სოვს, ამო­ვი­და, სულ თეთ­რებ­ში იყო. მე რა­ღა­ცა­ზე გავ­ბრაზ­დი, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ და ავ­ვარ­დი ზე­მოთ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად აღარ ჩა­მოვ­დი­ო­დი. ლე­ვა­ნი მე­ძახ­და, მივ­დი­ვარ, მივ­დი­ვარ, ჩა­მო­დი, ჩა­მო­დი, მე იქე­დან ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი სი­ტუ­ა­ცი­ას და მახ­სოვს, ზუს­ტად აქ იყო და ხელი და­მიქ­ნია, მო­ვა­ლო, მო­ვა­ლო კი­დევ, ასე მი­თხრა და წა­ვი­და.

მე ყო­ველ­თვის ასე­თი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე­თი ვარ, ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ქვეშ ვვარ­დე­ბი და მერე უკვე რე­ა­ლო­ბა რა არის, რა არ არის ვე­ღარ ვას­ხვა­ვებ ხოლ­მე.ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, იმი­ტომ რომ მე თვი­თონ ვი­გო­ნებ ამ ყვე­ლა­ფერს. ასე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ პირ­ვე­ლი დიდი შეხ­ვედ­რა ლე­ვან აბა­ში­ძეს­თან შეხ­ვედ­რაა, გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბო­და და ეგ­რეც მოხ­და”, – იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.
ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძემ ლე­ვან აბა­ში­ძის ში­ნა­გან მშვე­ნი­ე­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

“დიდი ენერ­გე­ტი­კა ალ­ბათ, სხვა­ნა­ი­რად რჩე­ბა. მე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მას­თან მო­მი­წია ურ­თი­ერ­თო­ბა და რო­გორც მახ­სოვს, იქ არ იყო არა­ნა­ი­რი ბა­რი­ე­რი. პირ­ვე­ლად იყო ალ­ბათ მა­შინ, რო­დე­საც მე ჩემ­ზე უფ­როს ადა­მი­ან­თან დავ­კარ­გე ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი. ეს იყო მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მარ­ტი­ვი რა­ღაც, ულა­მა­ზეს ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ეტყო­ბა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე იმან, რომ თურ­მე შე­საძ­ლე­ბე­ლია არ არ­სე­ბობ­დეს რა­ღაც დრო­ის შეგ­რძნე­ბა არა­ნა­ი­რი. ამას ახლა ვფიქ­რობ, მა­შინ რა თქმა უნდა, არც ვი­ცო­დი, არც ვფიქ­რობ ამა­ზე, მა­შინ სა­ერ­თოდ სიკ­ვდი­ლი რა იყო, ეგ არ ვი­ცო­დი”, – ამ­ბობს ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე.