“ორსული მიმატოვა, ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვჩ­დი”

432

მსახიონბმა, ლია კა­პა­ნა­ძე­მ გა­და­ცე­მა­ში “ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი“ რე­ჟი­სორ, გია მა­ტა­რა­ძეს­თან გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რა, სა­ი­და­ნაც ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ლიას თქმით, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ორ­სუ­ლი და­ა­შო­რეს, რად­გან მა­ტა­რა­ძეს ქორ­წი­ნე­ბა სხვა ქალ­თან აი­ძუ­ლეს.

ბავ­შვებ­მა იცი­ან ხოლ­მე თქმა, მე რომ გა­ვიზ­რდე­ბი სამი ქმა­რი მე­ყო­ლე­ბა. ექ­ვსი-შვი­დი წლის ვამ­ბობ­დი ჯერ კი­დევ, რომ არ ვა­თხოვ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ერთი შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და. ჩემი შვი­ლის მამა იყო გია მა­ტა­რა­ძე. ის­ტო­რია კი ასე და­ი­წყო.

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, გვი­ან გა­მო­ვე­დი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან და ვხე­დავ, დგა­ნან შოთა სხირტლა­ძე და ვი­ღაც ახალ­გარზდა. გია გა­მეც­ნო, რო­გორც პირ­ველ­კურ­სე­ლი სტუ­დენ­ტი. გზა ფე­ხით გა­ვაგ­რძე­ლეთ და ამ სა­უ­ბარ­ში მი­მა­ცი­ლეს ნა­ხა­ლოვ­კა­ში, სახ­ლამ­დე.

მე­ო­რე დღეს თე­ატ­რი­დან რომ გა­მო­ვე­დი, გია ისევ იქ იდგა. ასე მხვდე­ბო­და, ვსა­უბ­რობ­დით ხოლ­მე, ვსე­ირ­ნობ­დით. რამ­დე­ნი უნდა გა­გა­ცი­ლოს, ხომ მიხ­ვდე­ბი, რომ მე­გობ­რო­ბა სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი ქორ­წი­ნე­ბამ­დე არ მი­სუ­ლა. უკვე ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ერთ დღეს მივ­ხვდი, რომ ორ­სუ­ლად ვარ. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. ბო­დიშს ვიხ­დი, მისი შვი­ლი­სა და მა­რი­ნას (მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი, გია მა­ტა­რა­ძის მე­ო­რე მე­უღ­ლე) წი­ნა­შე, მაგ­რამ ასეა და რა ვქნა. ხალ­ხი რომ ხე­დავ­და, ჩვენ ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ბევ­რი შუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. არ მინ­და ახლა მისი გვა­რი ვთქვა, მაგ­რამ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ერთ-ერ­თმა ტიპ­მა ძა­ლით შე­არ­თვე­ვი­ნა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ერთ-ერთი მო­ცეკ­ვა­ვე გიას. მე დავ­რჩი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მი­მა­ტო­ვა. ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვჩ­დი, 35 ლარი მქონ­და მა­შინ ხელ­ფა­სი…