„ზოგჯერ მშობელი ამაყობს იმით, რომ მისი შვილი სხვას ჩაგრავს, ამ დროს მას განგაშის განცდა უნდა ჰქონდეს“
„ჩვენს ქვეყანაში არის სტიგმა: როცა მშობელი ამაყობს იმით, რომ მისი შვილი სხვას ჩაგრავს,“ – ბულინგსა და მის შედეგებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე,“ თეატრმცოდნე და ჟურნალისტი ნიკოლოზ წულუკიძე საუბრობს.
„მე გავიზარდე პლეხანოვზე, სადაც 10 კაციდან 9 „ჩაცუცქული“ იყო.. გაქრა ეს ხალხი.. ყველა დაიღუპა.
ზოგი წამალში ჩალპა, ზოგი ისევ იქ დარჩა და ზოგიერთი ერთ ლარს ითხოვს.. მათ ცხოვრებამ გადაუარა და გადათელა.
მშობელს უნდა ჰქონდეს განგაშის განცდა, მაშინ როცა მისი შვილი სხვას ჩაგრავს, რადგან იმავე ელოდება მის შვილსაც.
მე 5 წელი ვმუშაობდი სკოლაში და ვხვდებოდი, თუ ბავშვი არ გადიოდა შესვენებაზე, იქ რაღაც პრობლემა იყო..
მშობელი უნდა დააკვირდეს, თუ ბავშვს არ უნდა სკოლაში წასვლა და ამას სისტემატური ხასიათი აქვს, მას უნდა ჰკითხოს, გაარკვიოს რა ხდება, ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის როლს და მის დაკვირვებას,“– ამბობს წულუკიძე.