გია ნიკოლაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისრაელში გამოვლილი დღეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბომბები ცვიოდა და ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდათ, თავად სასტუმროს ნომრიდან მაინც არ გასულა:
„გვირეკავდნენ, „ახლა თქვენთან მოვიდნენ ტერორისტები“, „თქვენს უბანში არიან…“ ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი, ტელეფონი გამოერთო და არ მოესმინა მათთვის, რომ ჩვეულებრივად შევძლებდით წასვლას და ასეც მოხდა. ერთი ტყვია არ გავარდნილა ჩვენ მიმართ და მეორე დღესვე გამოგვიშვეს. ძალიან გული მტკივა და განვიცდი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს დამთხვევაა, მაგრამ ამდენი ხანი ველოდებოდი იქ ჩასვლას და ჩემი ვიზიტი ასეთი რატომ იყო, არ ვიცი. ისეთი დადებითი განწყობით ვიყავი და უცებ საშინელი ამბავი მოხდა. ცუდია, რომ ასეთი ტრაგედია მოჰყვა ჩემს წმინდა მიწაზე ჩასვლას…“