“ბიზნესს ძირითადად ხელმძღვანელობენ მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, რომლებსაც მარტო მორჩილება შეუძლიათ”
დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“2020 წლის „ ქართული ოცნების“ მაჟორიტარების პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ბიზნესმენების დიდი ნაწილი ზუსტად ასე დამწკრივებულები ისხდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციაზე 2012 წელს.
ხოლო 2007-8 წლებში ისინი არა მარტო „ნაციონალების“ კანდიდატები იყვნენ, სამარცხვინოდ ჩამწკრივებულები იდგნენ ფინანსურ პოლიციაში, „ნაცების“ ოფისში – როგორც მორჩილი შემომწირველები.
ზოგიერთი შემდეგ მართლაც დაასაჩუქრეს და დანიშნეს დეპუტატებად, თუმცა იგივე ხალხი ასევე მორჩილად გადმობარგდა „ოცნების“ რიგებში.
და შედეგად, უკვე მთელი ათეული წელია „ნაცებთან“ შეხმატკბილებულ „ოცნებას“ გვთავაზობს ხელისუფლება.
მოკლედ, პარლამენტი თითქოს მოედანი გახდა, სადაც ყველა ბიზნესმენს უნდა მოხვედრა, როგორც კი მცირე ფულს დააგროვებს.
რადგან, თუ დეპუტატი გახდება, მათი ბიზნესი ავტომატურად იწყებს აყვავებას.
ანუ, მათ ბიზნესის ნიჭი კი არ გააჩნიათ, მოლაპარაკების ნიჭი აქვთ გადასარევი და მთავრობასთან „მომგვარებლის.“
იმიტომ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ფეხზე ვერ დგება.
ბიზნესს ძირითადად ხელმძღვანელობენ მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, რომლებსაც მარტო მორჩილება შეუძლიათ.
არადა, ბიზნესი უნდა იყოს პროტესტანტი, უნდა იბრძოდეს და ამ ბრძოლაში იბადება პროგრესი.
ესენი კი მხოლოდ ერთთმანეთთან „გაიასნებით „ არიან დაკავებული”