“მგონი ის დროა, ნაცებმა და მათმა დამქაშებმა ადამ კიზინგერს უჩივლონ ან ლანძღონ”

580

გონი ის დროა, ნაცებმა და მათმა დამქაშებმა ადამ კიზინგერს უჩივლონ ან ლანძღონ, მოსყიდული უწოდონ ან სულაც კონგრესიდან მისი გაწვევა მოითხოვონ,- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ტელეკომპანია „იმედთან“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად ამერიკის კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე საუბარი არასდროს ყოფილა.

ნიკოლეიშვილის თქმით, ადამ კინზინგერმა ცივი წყალი გადაასხა მავნებელ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების ზრახვებს.

„მავნებელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა ეგრეთ წოდებულმა ოპოპარტიებმა, როგორც ჩანს, კიდევ ერთი კრახი განიცადეს – გახსოვთ ალბათ მათი დაუკობელი სურვილი და მცდელობა რომ აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთ კომიტეტზე საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებების 15%-ის შესაძლო პირობით გაცემის ინიციატივაზე? როგორ დღეში იყო მაშინ მავნებელთა კლასტერი და მათი პროპაგანდისტულ, დეზინფორმაციული ტელევიზები – არიქა როგორც იქნა, საქართველოს სანქციები დაუწესდებაო, არადა ადამ კიზინგერმა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ცივი წყალი გადაასხა მათ ზრახვებს, რომელიც ნამდვილად მდუღარედ მოეჩვენებოდათ. ვნახოთ რას ამბობს ბატონი კონგრესმენი -„ვიცი, რომ ამ საკითხმა დიდი ყურადღება მიიპყრო საქართველოში, მაგრამ, მარტივად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს, რომ ფული, რომელიც ამერიკელმა, გადასახადების გადამხდელებმა გაიღეს, იხარჯება ჩვენი და ქართველი ხალხის ღირებულებების დასაცავად. არ ვფიქრობ, რომ თუ ამ პირობის სერთიფიცირება მოხდება, ეს დიდ პრობლემას შექმნის, თუმცა, სრულებით არ ველოდები, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი საგარეო დახმარების 15% -ს შეჩერდება. ვიცი, რომ საქართველოში მხარეები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ თემას, თუმცა მე ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყნებს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ამ შემთხვევას სანქციის კლასიფიკაციას არ მივანიჭებდი. სანქცია ძალიან მკაფიო მიზანში იღებს ინდივიდებს ან მთავრობებს, სპეციფიკური ქმედებების მიზეზით, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს. საქართველოსთან მიმართებით, ეს ტექსტი სანქცია არაა. სანქცია იმ შემთხვევაში ამოქმედდებოდა, თუ, მაგალითად, სახელმწიფო მდივანი პომპეო იტყოდა, რომ ცუდი პროცესები მიმდინარეობს და ამის გამო შევწყვეტთ ფინანსურ დახმარებას. ეს არაა სანქციები, მეტიც, საქართველოსთან მიმართებით, სანქციების გამოყენებაზე საუბრები არასდროს გამართულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ბლოგს, რომელიც ამ თემაზე წავიკითხე“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.